სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები სოფელ ხაიშში არიან გაჩერებული
ჭუბერში დაგეგმილი აქცია, რომელიც სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. აქციის მონაწილეები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში არიან გაჩერებული. მათი თქმით, ჭუბერში აქციის გამართვას გარკვეულმა პირებმა შეიძლება ხელი შეუშალონ. თუმცა, ამბობენ, რომ აქცია ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, შესაძლოა, მხოლოდ ლოკაცია შეიცვალოს.