პროდუქციისა და სურსათის მარაგის პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
სავაჭრო ცენტრებსა და ქსელურ სავაჭრო ობიექტებს მომარაგებაში შეფერხება არ აქვთ. სხვადასხვა ქვეყანასთან ამოქმედებული შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება, შესაბამისად ქვეყანაში პროდუქციის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხორციელდება.
ეკონომიკის მინისტრი დღეს რამდენიმე სავაჭრო ობიექტსაც სტუმრობდა.