პირველი თებერვლიდან სავაჭრო ობიექტები იხსნება

ტურიზმის სექტორის შემდეგ, მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენელთა მოთხოვნები მოისმინეს. დაზუსტდა ის პირობები, რომელთა დაცვით, ობიექტები პირველი თებერვლიდან მომხმარებლებს ისევ მიიღებენ. კერძო სექტორი დღევანდელ შეხვედრაზე სამი მოთხოვნით იყო მისული: ტრანსპორტის აღდგენა, უქმე დღეებში მუშაობის უფლება და ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევა – მოთხოვნები ღიად დარჩა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვირაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ამ საკითხებს ისევ მიუბრუნდებიან.