მზადება შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქებისთვის

წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების გადავადების პარალელურად, მთავრობა კერძო სექტორთან ბაზრობების გახსნის პირობებს ათანხმებს. პრემიერის დავალებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის, ეპიდემიოლოგოებისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით დღეს ბაზრობების წარმომადგენლებთან გაიმართა.

მხარეები სავაჭრო ობიექტების უსაფრთხო გახსნის გზებზე მსჯელობენ. უკვე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად, მთავრობის ერთადერთი ახალი  მოთხოვნა, ობიექტებზე დასაქმებულების პერიოდული ტესტირებაა. თავად სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები კი დახურვით მიღებულ ზარალზე საუბრობენ, თუმცა მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების პირობას მაინც დებენ. კერძო სექტორს თანაშრომლების ტესტირება პირადი ხარჯებით მოუწევს. 

 

დატოვე კომენტარი