ნაწილობრივ შემსუბუქებული შეზღუდვები

21:58, 24.12.2020

ყველაზე სარისკო და საფრთხის შემცველი 10-დღიანი პერიოდის ათვლა დაიწყო. დღეიდან ორი იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილი იქნება. თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ არასასურსათო მსხვილი სავაჭრო ობიექტები და მაღაზიები მომხმარებლებს ისევ იღებენ. ნაკადების განსატვირთად სავაჭრო ცენტრებმა სამუშაო დრო გაზარდეს. რიგების გასაკონტროლებლად და ინფექციის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად ახალი მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში რეაგირება ასევე მკაცრი იქნება. დღის განმავლობაში ცალკეული დარღვევები უკვე დაფიქსირდა.

მსგავსი