სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები თბილისში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცის და რძის პროდუქტების  სექციებზე. მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება.

ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო, დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს  საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000 ლარით დაჯარიმდა.