კორონავირუსი - ვითარება აფთიაქებსა და მაღაზიებში

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხევეის დაფიქსირების შემდეგ თბილისის საკვები პროდუქტების მაღაზიებსა და ბაზრების ნაწილში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

მოთხოვნა ძირითადად ბურღულეულსა და ჰიგიენურ საშუალებებზეა. როგორც სუპერმარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მიმართულებით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან მარაგში პროდუქტების საკმარისი რაოდენობა აქვთ და დეფიციტი არ არის მოსალოდნელი. ბოლო რამდენიმე დღეა, გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზეც, რის გამოც სააფთიაქო ქსელების ნაწილში პერიოდულად პირბადეების დეფიციტი შეინიშნება. როგორც სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ,   მარაგი ყოველდღიურად შეივსება.