დარღვევები ყველის საწარმოებში

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველის წარმოება-რეალიზაციაში ჩართულ ფიზიკურ პირებს ამოწმებს.

პროცესი ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანიდან დაიწყო. რამდენიმე კერძო სუბიექტი ყველს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ყველა დაჯარიმდა. საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მოქალაქეებს მითითებების შესრულების შემდეგ ექნებათ. არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას, სახელმწიფო კონტროლს 2020 წლის იანვრიდან ექვემდებარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფები კონტროლს ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ.