გაზით მოწამვლის სტატისტიკა

„თბილისი ენერჯი“ არასწორად დამონტაჟებული დანადგარებისა და განმეორების შემთხვევების სტატისტიკას ავრცელებს. მონაცემები გასული წლის პირველი მარტიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდს აერთიანებს. ცხრა თვის მონაცემებით, აღმოჩენილია დაახლოებით 32 000 არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარი, აქედან 21 000-ზე მეტი, განმეორების შემთხვევა იყო.  ჯამში მოიწამლა 231 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მომხმარებლების შიდა ქსელის შემოწმებას ყოველწლიურად ახორციელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.