საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა. შენობა ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. იქვეა განთავსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში და ასევე იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა ფოთსა და მესტიაში.