საპროტესტო აქციაა სურამში. შეკრებილები, 2017 წლის ნოემბერში, სურამში ტყის ნაწილის გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დამატებით კიდევ 5 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას გეგმავს. სურამელები ასევე იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც, შესაძლოა, მშენებლობას მოჰყვეს. ადგილობრივი მოსახლეობა პრემიერის სახელზე პეტიციას ამზადებს და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან უპასუხეს.