„სუხიშვილების“ კონცერტები დაიწყო.
ნაფეტვრების გზაზე ღია სცენა წელსაც მოეწყო. „თაკარა“ – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ქართული ნაციონალური ბალეტი კლასიკურ პროგრამას და თანამედროვე დადგმებს წარმოადგენს. რამდენიმე ნომერს მაყურებელი პირველად ნახავს.
ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება სუხიშვილების ბოლო 20 წლის ნამუშევარი, რომელიც ერთ პროექტად არის გაერთიანებული. პარალელურად ნაციონალური ბალეტი ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომლის პრემიერაც „თაკარაზე“ აგვისტოშია დაგეგმილი.