სუდანის დედაქალაქ ხარტუმში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ავიადარტყმა იმ ფონზე განხორციელდა, რომ დაპირისპირებული მხარეები საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბოლო დღეებთან შედარებით, სროლის ხმა დღეს უფრო ინტენსიურია. დღეს სუდანის შეიარაღებული ძალებისა და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში უნდა შეხვდნენ. შეხვედრა გაერო-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით იმართება.