საქართველოს მოქალაქეები სუდანში

12:10, 22.04.2023

ამ დრომდე სუდანში საქართველოს 33 მოქალაქე რჩება. ისინი ორი ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველები ამ დრომდე აეროპორტთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ რჩებიან და შევსებული აქვთ საკვებისა და სასმელი წყლის მარაგები.

my airline-ისა და geo sky-ს დირექტორების განცხადებით, არსებული საშიშროებიდან გამომდინარე, თვითმფრინავების შემოწმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მათივე თქმით, ისინი ახლა ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტურს ელოდებიან. უწყებაში კი აცხადებენ, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ იმისთვის, რომ
საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში მშვიდობიანად, უმოკლეს დროში დაბრუნდეს.

მსგავსი