საქართველოს მოქალაქეები სუდანიდან გამოიყვანეს

საქართველოს მოქალაქეები სუდანიდან გამოიყვანეს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებოდნენ, ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე არიან გადაყვანილები.

მათ უახლოეს პერიოდში საქართველოში ეგვიპტიდან გამოამგზავრებენ.