სუდანში რჩება საქართველოს 33 მოქალაქე

სუდანში რჩება საქართველოს 33 მოქალაქე. ისინი ორი ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველები ამ დრომდე აეროპორტთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ რჩებიან და შევსებული აქვთ საკვებისა და სასმელი წლის მარაგები. My Airline-ისა და Geo Sky-ს დირექტორების განცხადებით, არსებული საშიშროებიდან გამომდინარე, მათი თვითმფრინავების შემოწმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მათივე თქმით, ისინი ახლა ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტურს ელოდებიან. უწყებაში კი აცხადებენ, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში მშვიდობიანად, უმოკლეს დროში დაბრუნდეს.