ვითარება სუდანში

ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები უკვე 12 დღეა მიმდინარეობს. 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა, თუმცა პირობა ორივე მხრიდან დაირღვა. როგორც „ბიბისი“ წერს, ქვეყანაში საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტია. ასევე სრულად გათიშულია ინტერნეტ კავშირი. რამდენიმე ქვეყანამ მოახერხა მოქალაქეთა ევაკუაცია, თუმცა ყველა მოქალაქის გამოყვანა რთულია, რადგან საწვავის დეფიციტის გამო, ისინი ავტობუსებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია სულ მცირე 459 ადამიანი, რომელთა შორის ორი ამერიკის მოქალაქეა. დაშავებულთა რიცხვი 4000-ს აღემატება, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.