სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულებულია. ბოლო ავიარეისით, რომლიც 10 საათზე შესრულდა, 13 პირი ჩამოვიდა. ესენი არიან ავიაკომპანია „მაი-ვეის“ თანამშრომლები.
ისინი სამანქანო გზით ჯერ სუდანიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, შემდეგ კი ეგვიპტის დედაქალაქიდან თბილისში.