უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში გამგზავრებას ვიზების გარეშე შეძლებენ.

სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებიდან შვიდ თვეში პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია – მმართველი გუნდი უვიზო მიმოსვლის დაწყებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის გააქტიურებას ელოდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მთავრობამ ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა თვეების წინ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოხსნა.

ბოლო პერიოდში ჩინეთის მიმართ პოზიციონირების გამო ხელისუფლებასთან კითხვები აქვს ოპოზიციას.