გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
შეთახმება მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა. ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე. პარალელურად მიუნხენში მყოფმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი პირადად მიიწვია სუამ-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და რეფორმებზე, რომლებსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობას.