გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება.

დღევანდელი შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართება. ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ, სუამის სამიტში მონაწილე პრემიერ-მინისტრებს სამიტის დაწყებამდეც უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარიას უკრაინელი კოლეგა ალექსი გონჩარუკი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, დმიტრი რაზმუკოვი უმასპინძლებენ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ეს საქართველოდან პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში პრემიერ-მინისტრის დონეზე.

ანა ბროლაძე კიევიდან.