სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმი

საქართველოს პარლამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში მსჯელობენ თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული კომუნიკაციები ქართულ კონტექსტში, არსებულ რთულ საინფორმაციო გარემოსა და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.

ფორუმის ორგანიზატორი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია, მხარდამჭერები კი, საქართველოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის  საელჩოები, იუესეიდი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.