ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქუთაისში საცხოვრებელი სახლი ჩამოანგრია.
შემთხვევა ღამით თაბუკაშვილის 86 ნომერში მოხდა. სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ისისნი არ დაშავებულან. დაზარალებულებთან დღეს ქუთაისის მერი მივიდა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, მათ ხელისუფლება დაეხმარება.