აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების მიმართ, კითხვები ჩნდება. ირკვევა, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დიდ ნაწილს, განადგურებული სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა. მიზეზებს შორის ფერმერები სადაზღვევო პოლისების გაცემის გაჭიანურებულ პროცედურებს ასახელებენ.
პროგრამის ხარვეზებზე მიუთითებს ადგილობრივი ხელისუფლებაც. მითუმეტეს, რომ ზარალი შესაძლოა იმ ფერმერებსაც არ აუნაზღაურდეთ, რომლებმაც სახნავ-სათესი მიწების დაზღვევა მოასწრეს.