ფოთში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსი დროებითი გადასახური მასალით სტიქიის დღესვე გადაიხურა, ამჯერად კი კაპიტალური სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარე პროცესს ადგილზე ფოთის მერი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ 27 ნოემბერს სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, შტორმისა და ქარის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი. მისი აღდგენის სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მცირე ვადებში განხორციელდება.