სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. 240-მდე აბონენტი კვლავ გაზისა და დენის გარეშეა დარჩენილი. თუმცა, სასმელი წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია. ყველაზე რთულ მონაკვეთებში ვითარებას სწავლობენ გეოლოგები, სარისკო ზონებიდან კი მოქალაქეების გამოყვანა ხდება.

შალვა სუმბაძე გურიიდან.