სტიქია გურიაში

უკვე მეოთხე დღეა გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

რეგიონში 8 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები განსაკუთრებით დააზარალა. მაშველებთან და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან ერთად, რომელებიც სტიქიის ზონაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ,ტერიტორიაზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფიც. სპეციალისტების მხრიდან უკვე გაიცა რეკომენდაცია, უსაფრთხოების მიზნით გარკვეული ადგილებიდან მოსახლეობის დროებით გაყვანის თაობაზე. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაც. სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა მოქალაქის დახმარებას აანონსებს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დააზიანა.