უამინდობის მძიმე შედეგები.
რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად კახეთი დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში. დედაქალაქში სტიქიამ საკმაოდ მძიმე სურათი შექმნა. სტიქიას ებრძვიან ხაშურშიც.