სტიქიის შედეგები კახეთში

გურჯაანი მასშტაბური სტიქიის ეპიცენტრად იქცა.

დატბორილი ქუჩები, სახლები, განადგურებული მიწის ნაკვეთები და მოსავლის ნაწილი – ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნავთისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა, ღვარცოფულმა მასამ მუნიციპალიტეტში მძიმე შედეგები გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ზარალის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეზობელი მუნიციპალიტეტების დახმარება გახდა საჭირო. დატბორილ ზონებს სპეციალური ტექნიკით წმენდენ. ყველაზე რთული სიტუაცია ცენტრალურ ქუჩაზეა, სადაც კალაპოტის გარღვევის შემდეგ მდინარე ნავთისხევი საათების განმავლობაში მიედინებოდა.