სტიქია კახეთში

კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელები. ამ დროისთვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.