სამძებრო სამუშაოები ჰავაიზე

ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგული 850 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. განახლებულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება. უკანასკნელი ცნობებით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 114 ადამიანი, მათგან ჯერ მხოლოდ 27-ია იდენტიფიცირებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა ცხედრების პოვნას და ამოცნობას რამდენიმე თვე დასჭირდება. სტიქიის ფონზე მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობა აკრიტიკებენ, რადგან მათ ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სირენა არ ჩართეს. კუნძულის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა. დღეს კუნძულ მაუიზე გაემგზავრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ის მეუღლესთან ერთად დაზარალებულებს შეხვდება. „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის მცხოვრებლების მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა.