ხულოსა და ქედაში მოქალაქეები მასშტაბურ და სრულფასოვან გეოლოგიურ კვლევას მოითხოვენ.
ერთი კვირის წინ ამ მუნიციპალიტეტებში სპეციალისტებმა 200-მდე აქტიური მეწყერი აღრიცხეს. მოქალაქეები შიშობენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. აჭარის მაღალმთიანეთში უხვი ნალექით გამოწვეულ მეწყერსა და ზვავს წინა კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.