გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც ქალაქში, ისე დაზარალებულ სოფლებში მობილიზებულია ადამიანური რესურსი და მძიმე ტექნიკა, გაწმენდილია ცენტრალური და შიდა გზები, მოსახლეობის უმრავლესობას შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.