სტიქია რაჭაში - სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წყალმა წაიღო
სტიქიას ებრძვიან რაჭაში. სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წყალმა წაიღო. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონი ადიდდა. 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს. არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნის ადიდების გამო, საავტომობილო გზა ჩაიკეტა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რამდენიმე საათში გაიხსნება.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.