ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზე განვითარდა. საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. მეწყრული და ღვარცოფული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედაში და ოქტომბერში.
ქედის მერიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.