სტიქია კახეთში

სტიქია ყვარელში. ადიდებულმა მდინარე ფატმასურმა სოფელ გავაზის ცენტრალური ქუჩა და შიდა საუბნო გზები დატბორა. უხვი ნალექი და ადიდებული ხევებიდან წამოსული დიდი რაოდენობის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, ვენახები, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გავაზში მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სპეცტექნიკა. სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა კახეთის გუბერნატორი. ყვარლის მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.