სტიქია კახეთში – გურჯაანში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

22:11, 04.08.2023

 სტიქიის ზონაა კახეთიც. გურჯაანში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რაიონულ ცენტრში და რამდენიმე სოფელში ათეულობით საცხოვრებელი სახლი და კორპუსი სახურავების გარეშე დარჩა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილიც. ქარმა მოგლიჯა ხეები, დაზიანდა გაზის მილები და ელექტროხაზებიც. ენერგომომარაგებაში ამ დრომდე პრობლემებია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.

მსგავსი