სტიქია კახეთში - გურჯაანში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიის ზონაა კახეთიც. გურჯაანში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რაიონულ ცენტრში და რამდენიმე სოფელში ათეულობით საცხოვრებელი სახლი და კორპუსი სახურავების გარეშე დარჩა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილიც. ქარმა მოგლიჯა ხეები, დაზიანდა გაზის მილები და ელექტროხაზებიც. ენერგომომარაგებაში ამ დრომდე პრობლემებია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.