სტიქია გურიაში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

გუშინ ღამის საათებში გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონს მძიმე პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა წვიმამ – წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე კი გადაადგილება შეზღუდულია.

სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად ჩართულია ვერტმფრენიც, ბოლო მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარებაა სოფლებში სილაურში, ჯუმათსა და სუფსაში – თათია ტაბეშაძე გიამბობთ.