სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ქვემო ქართლში.
მდინარეების ადიდების შედეგად, ორი დასახლება, ნორისხევი და ბროწეულა დაზარალდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, საავტომობილო გზები და სასოფლო სავარგულები. მოსახლეობა მდინარე ნორისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. მათი განცხადებით, გარკვეული სამუშაო გასული წლის განმავლობაში ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარება იგეგმება, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.