ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში კრიზისული პერიოდი გადავლილია. 18-დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა ყარაჯალარის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსის არცერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

სპეციალისტებმა სოფელში მუშაობა უკვე დაასრულეს. საერთო ჯამში, ტესტირება 3 600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც „კოვიდ-19“ 44 ადამიანს დაუდასტურდა. ყარაჯალარის შესასვლელში უკვე მოხსნილია გამშვები პუნქტები და მოსახლეობას გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.

 

დატოვე კომენტარი