პროექტი „ჩვენი ენა ქართული“ 

პროექტის, „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში საქართველოს პირველი არხის ჯგუფი ოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს პირველი არხის ჯგუფი ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ონლაინ-ოლიმპიადის მონაწილეებს შეხვდება. პროექტზე მომუშავე ჯგუფი გარდაბნისა და მარნეულის სოფლებში იმყოფებოდა. აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მე-7 და მე-8 კლასელებს შორის ჩატარებული ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

 

დატოვე კომენტარი