COVID-19 - ვითარება ქვემო ქართლში

COVID-19-ის 13 ახალი შემთხვევიდან ოთხი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გამოვლინდა. ინფიცირებულები მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათი კონტაქტები ცნობილია. მუშევანი 25 აპრილის შემდეგ ჩაკეტილია, სოფელში უკვე 79 დადასტურებული შემთხვევაა. საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს სოფელი გეტაშიც, თუმცა, აქ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და შესაძლოა, გეტა უახლოეს მომავალში გაიხსნას.

დატოვე კომენტარი