დაშბაშის კანიონი - ახალი ტურისტული კომპლექსი

ახალი ეკოტურისტული სივრცე.

ხვალ დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი იხსნება. ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უნიკალური კომპლექსის დამთვალიერებლებს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდებათ. პანორამული გადასახედები, ლამაზი ხედები, კასკადურ ჩანჩქერებამდე მიმავალი ბილიკები, ვიზიტორებისთვის კოტეჯები, ხიდის შუაში 200 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილი ორიგინალური ფორმის კაფე – მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან ელოდება.