ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბობოყვათსა და სოფელ ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა. შეფერხებებია საავტომობილო გზებზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყრულმა პროცესებმა ქვის ლოდები და ხეები ჩაიტანა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურშიც, სადაც რამდენიმე ადგილზე ერთდროულად ჩამოწვა მეწყერი.