სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა

რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისთვის ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვაში, რომელიც რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეს ეხება.

ილია მეორის სიტყვაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა, ხაზგასმულია, რომ აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს.