ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირი, რომელმაც ვერაზე მოძრავი ავტომობილის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
პირი, რომელიც თავდასხმის მომენტში მანქანას მართავდა, დაშავებულია. მას ოპერაცია უტარდება. თუმცა საინტერესოა, რომ მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით არ აქვს მიყენებული. თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, სროლის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი ავტომობილი დატოვა და გაიქცა. მანქანის დაცხრილვის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
გიორგი კობერიძე ცდილობს დეტალების გარკვევას.