სროლა იერუსალიმში

იერუსალიმში სროლის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ექვსი კი დაჭრილი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულია. მედიის ცნობით, სროლა იერუსალიმის შესასვლელში მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, „ნეიტრალიზებულია“ ორი შეიარაღებული პირი.