ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი ქალაქ რაფაჰში შევიდა.

ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქს ახლა პრაქტიკულად ისრაელის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დასახლება, რომელსაც მილიონ 400 000-მდე პალესტინელი აფარებს თავს, ღამით ისრაელის მორიგი ავიაიერიშების სამიზნე გახდა. ამჯერადაც არის მსხვერპლი. სამხედრო ოპერაციის დაწყებას და რაფაჰის დაკავებას წინ უძღოდა ჩაშლილი საზავო შეთანხმება. კატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავის პირობები „ჰამასისგან“ გასხვავებით, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ისრაელისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება.