სროლა ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლზე

სამართალდამცავები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლში მუშაობდნენ.

პოლიცია ჟურნალისტმა თავად გამოიძახა. დღეს დილით ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი აივნის კარს ეტყობოდა ნატყვიარი, იქვე აღმოჩნდა ტყვიის გულაც.

ვინ ესროლა ჟურნალისტის ბინას, ამ ეტაპზე უცნობია. დავით ერაძე მომხდარის შესაძლო ვერსიებზე ვერ საუბრობს. ამჟამად ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.